გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, რუსეთში, კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის რისკი არსებობს.
"ატომური ავარიის საშიშროება ან შესაძლებლობა, აქ, ახლოს უკვე წარმოიშვა", - თქვა მან.
გროსი აღნიშნულს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებს უკავშირებს, რომლებიც სადგურიდან, დაახლოებით, 40 კილომეტრში მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამ დროისთვის, ქარხანა "ნორმალურ პირობებთან მიახლოებულად" მუშაობს, თუმცა დაამატა, რომ რადგანაც კურკის ატომურ ელექტროსადგურს არ აქვს დამცავი გუმბათი, საარტილერიო იერიშის, დრონის, ან რაკეტის მიმართ სადგური მოწყვლადი ხდება.